“ქვეყნისთვის ასეთ ტრაგიკულ “ფორსმაჟორულ” მომენტში, ის ვინც ისევ მის პოლიტიკურ ამბიციებზე, საპროტესტო მიტინგებზე საუბარს განაგრძობს და ხალხის ყურადღების ისევ პოლიტიკაზე გადატანას ცდილობს…..ის ცივსისხლიანი კარიერისტი და პოლიტიკური ნაძირალაა!”,- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
“ასეთ ადამიანებს რეალობაში სულ ქუსლზე ჰკიდიათ ქვეყანაც ადამიანების ტრაგედიაც და თანამემამულეების სიცოცხლეც!
ადამიანების ძებნის და მათი სიცოცხლის გადარჩენის პროცესზე კონცენტრირება, ნებისმიერ ბიულეტინ/ოქმებზე ძიძგილაობაზე,ნებისმიერ პატიმრობაზე და საპროტესტო მიტინგების გამართვაზე მაღლა დგას!! ორი დღე მაინც შეიკავეთ თავი,სანამ არ დასრულდება ცოცხლად ჩამარხული ბოლო ადამიანის მოძიება,თორემ ეგაა და ჩამოგეხათ “ერზე მზრუნველი”ს გამომეტყველებით შეკერილი რეზინის ნიღბები!”,- წერს თამარ ივერი.