საზოგადოებამ კარგად იცის ქართულ საწარმო “ტენე”-ს შესახებ. ქარხანა USB კაბელებს აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.
საკითხის შესახებ “თბილისი თაიმსს” “ტენე”-ს დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი ესაუბრა.
“ზოგადად, ჩვენი შრომის კოდექსით, დადგენილია კვირაშ 40 სამუშაო საათი. თუ ადამიანი კვირაში ხუთ დღეს მუშაობს, გამოდის დღეში 8 საათი. თავდაპირველად, ჩვენც ანალოგიური განაკვეთი გვქონდა ქარხანაში. შემდეგ უკვე, გარკვეული ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა, შრომის პროდუქტიულობა გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს დასვენების ერთით მეტი დღე ექნება,
მეხუთე სამუშაო დღის რვა საათს თუკი დარჩენილ ოთხ სამუშაო დღეზე გადავანაწილებთ, გამოდის, რომ კვირის განმავლობაში სამუშაო განრიგი არის იგივე, სანაცვლოდ, თანამშრომლებს უთავისუფლდებათ ერთი დამატებითი დღე, რომელიც შეუძლიათ, გამოიყენონ საკუთარი სურვილისამებრ.
მაგალითად, როდესაც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ვართ, ჩვენ იმ დღეს რაიმეს გასაკეთებლად ვერ ვიყენებთ – ამ დროს უკვე ყველაფერი დაკეტილია, არის საცობები და ვერაფერს ვეღარ ვასწრებთ. კვირაში ოთხი სამუშაო დღის შემთხვევაში კი, ადამიანს დამატებით ერთი დღე აქვს საკუთარ განკარგულებაში”, – განმარტავს სანდრო ლილუაშვილი.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ