15 ოქტომბერს, მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველიწმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენებისდღეს, განსაკუთრებით აღნიშნავს.
დავით და კონსტანტინე, ძველი ქართულიწყაროებით, იყვნენ არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთაფეოდალური გვარიდან.
ისინი გმირულად იბრძოდნენ საქართველოშიშემოჭრილ არაბი სარდლის მურვან-ყრუსწინააღმდეგ.
არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი დამოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმამათი გვამები დაკრძალეს მდინარე წყალწითელასნაპირზე, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია. ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინემხეიძენი წმინდანებად შერაცხა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა