საქართველო განათლების ხარისხით, მხოფლიოს 137 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. მსოფლიოეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, რეიტინგშისაქართველო ეთიოპიასა და მექსიკას შორისაა. განათლების ხარისხით რეიტინგის პირველადგილებს შვეიცარია, სინგაპური და ფინეთიინაწილებენ, ხოლო საქართველოს მეზობელიქვეყნებიდან რეიტინგში 45-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, 52-ზე რუსეთი, სომხეთი 61-ზე, თურქეთი კი 99-ეადგილზე.
განათლების სისტემის ხარისხის კრიტერიუმშისაქართველო ასევე ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებსდა სიაში 107-ე ადგილზეა.
მათემატიკისა და მეცნიერების განათლებისხარისხის კრიტერიუმით, საქართველო მსოფლიოს137 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა. აღნიშნულკრიტერიუმში საქართველოს ჩამორჩება თურქეთი, რომელიც 104-ე ადგილს იკავებს. პირველ პოზიციასკი მსოფლიოში სინგაპური იკავებს. უკრაინამათემატიკისა და მეცნიერების განათლებისხარისხით მსოფლიოში 27-ე ადგილზეა, სომხეთი 33-ზე, რუსეთი 51-ზე, ხოლო აზერბაიჯანი 66-ზე.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა