ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ფინალშია. ქართველი ჩოგბურთელი კარიერაში პირველად იასპარეზებს მასტერსის რანგის ტურნირის ფინალში, რომელსაც არაოფიციალურად მეხუთე გრანდ სლემსაც ეძახიან.
ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება. მატჩი თბილისის დროით18 ოქტომბერს, დილის 03:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტაილორ ფრიტცი 7:6(5), 6:3 დაამარცხა.