მეხუთე ტალღა დაწყებულია ქვეყანაში, საკამოდ მაღალი ნიშნულით და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ერთ-ერთია მასობრივი ვაქცინაცია. ერთადერთი, რაც შეაჩერებს მეხუთე ტალღას ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „იმედის დღეში“განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იმისთვისაც აუცილებელია, რომ სკოლები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე არ გადავიდეს.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ვინც არ არის აცრილი – აიცრან. პედაგოგების დაახლოებით 65-66% აცრილია, საჭიროა 80% და მეტი. სამწუხაროდ, ძალიან მცირეა ბავშვების მშობლების აცრის მაჩვენებელი. რამდენიმე სკოლის მაგალითი შევისწავლეთ და 33%-ია. სკოლა რომ უსაფრთხო იყოს, მშობლები, მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.