ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, აბორტის წინააღმდეგ საპროტესტო ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა მარკ ჰოჯესმა პარაკლისი გადაიხადა.
ღონისძიება ჩატარდა ორგანიზაციის „მართლმადიდებელი ქრისტიანები სიცოცხლისათვის” ინიციატივით და ჩიკაგოს მთავარეპისკოპოს პავლესა და ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის მთავარეპისკოპოს მიქაელის (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია) ლოცვა-კურთხევით.
პარაკლისის მოწინააღმდეგეებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ სამართალდამცველებმა შეკრებილთა პროტესტი კანონიერად მიიჩნიეს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა