ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ნივთი, ემოცია, რომელიც მისთვის ენით აღუწერელ შთაბეჭდილებებს ატარებს. იმის გამო, რომ ამა თუ იმ ნივთს ჩვენთვის განსაკუთრებული ისტორია აქვს, ვცდილობთ, ისინი „უკვდავვყოთ“. „ლილთე“ სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა – ვაქციოთ ემოცია უსასრულობად.
მისი დამფუძნებელი ანანო ეზიეშვილია. დიდი ხანი არ არის, რაც ის „მოგონებების გაცოცხლებით“ არის დაკავებული. „თბილისი თაიმსს“ ის თავად ესაუბრა.
„ლილთე“ პანდემიის დროს, 2021 წლის აპრილში შეიქმნა, როდესაც ყველაზე მეტად გვაკლდა დადებითი ემოციები და ახალი მოგონებების შექმნა.
ჩვენი საქმიანობა მოგონებების გაცოცხლებას გულისხმობს… იმ ემოციების თავიდან შეგრძნებას, რომელმაც ოდესღაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. მაგრამ შეიძლება, ეს იყოს ახალი, განსაკუთრებული, ემოცია და საჩუქარი, ნივთი – რომლის დანახვისას ყოველთვის კარგ განწყობაზე ვიქნებით. ასევე, აუცილებლად გაგვილამაზებს ჩვენს ჩაცმულობას“.
ანანო „ლილთეს“ შექმნის ისტორიას გვიყვება. როგორც ის ამბობს, ყველაფერს საფუძვლად საკუთარი დედის გახარების სურვილი დაედო.
„ლილთეს“ ისტორია სწორედ პანდემიასა და ემოციების გაყინვას უკავშირდება, როდესაც სურვილი გამიჩნდა, ისეთი განსაკუთრებული საჩუქარი მეჩუქებინა დედაჩემისთვის, რომელიც იმ ემოციას განუახლებდა, როდესაც მისთვის პირველად ნახატი დავხატე .. და ეს მოხდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემთვის ეს ყველაფერი არ უნდა დამეტოვებინა..“.
როგორც ანანო ამბობს, გუნდის მთავარი მიზანი ადამიანების მოგონებების გაცოცხლებაა.
‘გაგვიცოცხლებია მოგონება, რომელიც საუკუნეებს ითვლის და მიგვიღია სასიხარულო ცრემლებიც კი უკუკავშირად“…
„ლილთე“ მომხმარებლებს სულ მალე სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებს – იგეგმება საწოლის გადასაფარებლის, ლეპტოპის ჩანთების დამზადება. ასევე, საახალწლოდ დაემატება – “სუფრა” და ხელსახოცები სუფრის გასაფორმებლად.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ