ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
მიშა, ვიცი რასაც განიცდი. ბევრი ეცადა ჩვენ შორის არარსებული უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამას ვხედავდი, უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდებოდა გვერდში დაგდგომოდი.
მიშა გამაგრდი, გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას”,-განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.