რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ პანდემიისა და კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ჭრილობები გლობალური კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მსგავსია.
„პანდემიით მიყენებული ჭრილობებისა და კლიმატის ცვლილების ფენომენის გლობალური კონფლიქტის შედეგად მიღებულ ჭრილობებთან შედარება შეიძლება“, – აღნიშნა რომის პაპმა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ეკოლოგიური მიგრანტები უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ომებისა და კონფლიქტებისგან გაქცეული ხალხი.
„სასწრაფოდ, გაბედულად და პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა, რამაც ახალგაზრდა თაობებს მომავლის იმედისა და რწმენის საფუძველი უნდა მისცეს“, – განაცხადა რომის პაპმა.