საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება – საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს!, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება კანონის ფარგლებში აქვს.
„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ. მთავარია. ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა კალაძემ.