რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.
ბრიფინგზე იგი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. უპირველეს ყოვლისა, მან არჩევნები ზოგადად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვებულად თავი არც ერთმა მხარემ არ უნდა ჩათვალოს.
სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო. მან საპატრიარქოს მოუწოდა, რომ მრევლში აქტიურად გაიცეს კურთხევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, მან ხელისუფლებას მიმართა:
„სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული.. სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის“
ბრიფინგის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება უცვლელია და მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს:
„ გადაწყვეტილება უცვლელია, არა და არასოდეს“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი
შეგახსენებთ, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგს ჩანიშნავდა, იგი საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორესა და ტახტრის მოსაყდრეს, შიო მუჯირს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ, სასულიერო სემინარიისა და საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლებიც.
დღის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი შეხვდა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძესა და ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა, თუმცა რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, ეს ამ დრომდე უცნობია.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა