2021 წლის 4 ნოემბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში კვლავ მოინახულა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ისევ იმავე დავალებით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება ისევ და ისევ მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. აი, ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა, ეს წერილი გადავცე და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა და რჩევაა მისი უწმინდესობისა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, – ბრძანა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე და ამ ფაქტმა ხომ არ განაპირობა უწმინდესის წერილის გაგზავნა, დეკანოზმა მიქაელმა ბრძანა: „არ ვიცი, თქვენგან მოვისმინე ახლა, რომ განსაკუთრებულად დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. ჩვენ გვქონდა ზოგადი ინფორმაცია, რაც აქამდე ვრცელდებოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, იყო თუ არა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარი თემა 3 ნოემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპატრიარქოში სტუმრობის დროს. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა გარკვევით ბრძანა: „არ ყოფილა ამ საკითხზე საუბარი, საუბარი ეხებოდა კოვიდპანდემიას, რომელიც აწუხებს ქვეყანას და ძალიან შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა. საუბარი ასევე ეხებოდა ქალბატონი პრეზიდენტის გამგზავრებას კვიპროსზე“.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა საპატრიარქო საჭიროდ, რომ მიმართოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, რომ საპატრიარქო ვერ სთხოვს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ამის უფლება
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური