დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ორშაბათიდან შესაძლოა ქვეყანაში ე.წ კოვიდპასპორტები ამოქმედდეს. ამ საკითხზე იმნაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.
„ალბათ ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდპასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ იქ არ არის მხოლოდ აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, სამ დღიანი PCR ტესტირება და ერთ დღიანი სწრაფი ტესტირება. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც გამოიყენა ევროპის ყველა ქვეყანამ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.