მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში აზიარა – განცხადება მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილმა აღსარებაც ჩააბარა.
მიხეილ სააკაშვილმა მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე. ფიზიკურად ეს არის პატარა ნამცეცი, სულ პატარა ნამცეცი, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო- განაცხადა სასულიერო პირმა.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, დღეს ისტირიული დღეა:
ეს ისტორიული დღეა! მასზე ხშირად ამბობენ: მოინანოის, შეინანონს. სინანული, ქრისტიანული ქმედებით, არის მოქმედება. ეს არ არის ნიანგის ცრემლები და მოჩვენებითი აღიარება, იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას.
ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.