ინოვაციური პროდუქტი, რეალობის ანალოგი, მინიატურული ბლოკები და აგურები, ქაფჩით და ატრიბუტებით, სამშენებლო მასალები, ხელსაწყოები და უამრავი სხვა მოწყობილობა ბავშვებისათვის. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული, უსაფრთხო სათამაშო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისაგან არის დამზადებული და ბავშვებს საშუალებას აძლევს, სურვილისამებრ შეღებოს, ააშენოს და შექმნას საკუთარი რეალური მაკეტები – ეს “მინი აგურია“. იდეითა და არსით, ის ნამდვილად გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ძალიან მნიშნვნელოვან მიზანს ემსახურება – ბავშვებს ჰქონდეთ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო.
დეტალებზე “თბილისი თაიმსს” თენგიზ მაღლაფერიძე ესაუბრა.
თქვენი პროდუქცია აშკარად გამორჩეულია – საიდან გაჩნდა იდეა?
საკუთარი შვილის მაგალითი აღმოჩნდა შთამაგონებელი, როდესაც ბავშვს მივუტანე მცირე ზომის ასაწყობი კუბიკები და ვუყურებდი, თავისი პაწაწინა ხელებით როგორ აძრობდა და აწებებდა, ქმნიდა კონსტრუქციებს, მივხვდი – რა იქნებოდა, თუ შევქმნიდი რეალურის ანალოგ სამშენებლო მასალებს. გადავწყვიტე, მისი ხელის ზომის ყოფილიყო ყველა ის ინსტრუმენტი თუ ხელსაწყო, სამშენებლო მასალები, რომლებიც რეალურად არსებობს და ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
უმეტესად, რა მიზნით ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს?
მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა პლასტიკის შექმნის შემდეგ, რადგან ის საგრძნობლად დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას და ეს ეხება ბევრ სფეროს. დღეს უამრავი ბავშვი თამაშობს პლასტიკის ასაწყობი კუბიკებით და დეტალებით, ისინი ქმნიან სხვადასხვა კონსტრუქციას და ისევე, როგორც მე, მშობლების უმეტესობა არ არის დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში. მე, როგორც მშობელი, ვფიქრობ, რომ ბავშვს თუ მივცემთ შესაძლებლობას, შექნას საკუთარი მინიატურული კონსტრუქცია და სამყარო, ის გაუღრმავებს ინტერესს და მისცემს შესაძლებლობას, შექმნას საკუთარი – ახალი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო – ჯანსაღი მომავლისათვის!
ბევრია დაინტერესებული თქვენი წარმოებით?
ბავშვებს უყვართ სიახლე და, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, თუ მხოლოდ ერთხელ ნახავს სათამაშოების მაღაზიაში ან ონლაინ პლატფორმაზე, ის აუცილებლად აღმოჩნდება მის სახლშიც. ასე ისინი შექმნიან საკუთარ წარმოსახვით მინიატურულ მომავალს.
დაინტერესება დიდია ადგილობრივ ბაზარზე, ბავშვებს იტაცებს რეალური საგნებით თამაში, მიუხედავად მათი მრავალფეროვანი სათამაშებისა, მაგალითად. კოვზები, ჩანგლები, ქვაბები, ტაფები, ეს არის შესაძლებლობა, რომ ისინი ინტერესდებიან ჩვენი შექმნილი სათამაშოებით.
უცხოელი მომხმარებლები თუ გყავთ?
ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინ მაღაზია გვაქვს – www.miniaguri.ge, სადაც საქართველოში მყოფი, უცხოელი ტურისტები ახორციელებენ შეძენებს. იწერებიან – რომ ძალიან მოსწონთ პროდუქცია და ისინი მას სხვადასხვა ქვეყანაში საჩუქრად უგზავნიან თავიანთ მეგობრებს: ჰოლანდიაში, გერმანიაში, უკრაინაში, თურქეთში, საბერძნეთში, არაბეთის გაერთიანებული ემირატებში და.შ. უკვე 1 წელია, რაც ვარსებობთ და ჩვენს პროდუქციას დიდი მოწონება აქვს, ამ დროის განმავლობაში არცერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ ყოფილა, რომელსაც პროდუქცია არ მოწონებია, ყველა, ვინც ჩვენი პროდუქცია შეიძინა, კმაყოფილია – და ისინი განმეორებით შეკვეთებს გვაძლევენ.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ