ჩვენ გვინდა, რომ ქუჩის მანიფესტაციებსა და დემოსტრაციებს ჰქონდეს ლეგიტიმაცია ადგილობრივ დონეზე და საერთაშორისო დონეზეც, – ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის პარალელურად, ყველა დიდ ქალაქში იქნება მწვავე საპროტესტო აქციები.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე – ნიკა არ დაგითმობენ, ამიტომ გეკითხებით, მზად ხართ თუ არა ბრძოლისთვის, ნიკა მელია ასე პასუხობს:
“რას ქვია არ დაგვითმობენ, ინგა, შევაკვდებით მეთქი, დაგვითმობს, რადგან ვიბრძოლეთ. ერთდღიანი ბრძოლა არ არის ეს. რას ქვია არ დაგვითმობს, აბა, კანონიერ ქურდებს დავუთმოთ ქვეყანა, ეს ბრძოლა გრძელდება.
ვერ აქცევს ივანიშვილი ქვეყანას ბელარუსიად. დიდი გამარჯვებები არ მოვა თავგანწირვის გარეშე, აბა, ლავასოღლის დავუთმობთ მომავალს”,- განაცხადა ნიკა მელიამ, რაზეც ინგა გრიგოლიამ უპასუხა, რომ არც მას უნდა მომავალი კანონიერ ქურდებს დაუთმოს.