ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი კოვიდინფიცირებულია და როგორც თავად ამბობს, გადასხმებს იკეთებს.
“გუშინ არ მქონდა სიცხე, მაგრამ ალბათ, ძილში ამეწია და რომ გავიღვიძე, 37.9 მქონდა. დავლიე წამალი და ახლა მეც და მაშკაც, რომელსაც დღეს დილით დაუდასტურდა კოვიდი.
რა თქმა უნდა, კულტურულად მოვიქეცი, 112-ში დავრეკე, დავრეგისტრირდი, ვაცნობე რომ მაქვს კორონა, მაგრამ როგორც თქვენთან არ დაურეკავს ოჯახის ექიმს, ისე ჩვენთან არ დაურეკავს არავის. ამიტომ, ნუ გექნებათ ოჯახის ექიმის იმედი.
დავდებ ყველა ვიდეოს და გაგიზიარებთ ყველა რჩევას, თუ დაგჭირდებათ გამოიყენებთ. სამი დღე გავიკეთებთ გადასხმას.
უამრავი შეტყობინება მომივიდა, რომ ლაივი ჩართეო, თურმე ბევრს ჰქონია კოვიდი და აინტერესებთ, რას ვსვამ, როგორ ვმკურნალობ, იმიტომ, რომ ფაქტია, ექიმები არ რეკავენ”,- ამბობს სალომე გოგიაშვილი.