ინგლისში მეტალის დეტექტორით ანტიკვარული ბიბლია აღმოაჩინეს. 600 წლის ოქროს ბიბლია 1.5 სანტიმეტრია, 5 გრამს იწონის და 100 000 ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული
ბიბლია ექთანმა ბაფი ბეილმა მეუღლესთან ერთად იპოვა: წყვილმა იორკის მახლობლად ლითონის დეტექტორით მიწების შემოწმება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ტერიტორიას მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. თუმცა აღმოჩენა მაინც მოულოდნელი გამოდგა.
“დაახლოებით 13 სანტიმეტრამდე ამოვთხარე და არ მჯეროდა, რომ აქ რამე განსაკუთრებული დამხვდებოდა”, — იხსენებს ბეილი. თუმცა მან განსაკუთრებული ობიექტი ნამდვილად იპოვა. ბიბლია მხოლოდ 5 გრამს იწონის, 22-24-კარატიანი ოქროა და მე-15 საუკუნით თარიღდება. მასზე ამოტვიფრულია წმინდა ლეონარდი და წმინდა მარგარეტი, რომლებიც ფეხმძიმეებისა და მუცლადმყოფი ბავშვის მფარველებად ითვლებიან.
ტერიტორია, რომელზეც ბიბლია იპოვეს, რიჩარდ III-ის საკუთრებაში იყო და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნივთიც მას შეიძლება ეკუთვნოდეს. ოქროს ბიბლია მოოქრულ ლურჯი საფირონის გულსაკიდს შეადარეს, რომელიც ასევე რიჩარდ III-ის ოჯახს ეკუთვნოდა.
მათი მსგავსების გამო, ოქროს შემფასებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოქროს ბიბლიის ფასიც საკმაოდ მაღალი იქნება. იორკშირის მუზეუმი ხშირად წინასწარ ყიდულობს ანტიკვარულ ნივთებს, სანამ ისინი აუქციონზე მოხვდება და ეს არც ოქროს ბიბლიის შემთხვევაშია გამორიცხული. ისიც გავითვალისწინოთ, რომ 1992 წელს მუზეუმმა მოოქრულ ლურჯი საფირონის გულსაკიდში 33 მილიონი დოლარი გადაიხადა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა