2021 წლის 5 ნოემბერს, კაიროს წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის არაბულენოვან სამრევლოში განსაკუთრებულად აღინიშნა მთავარანგელოზთა კრების ხსენების დღე.
წინა დღეს, 4 ნოემბერს, სადღესასწაულო მწუხრს დაესწრო და მისი დასრულების შემდეგ იქადაგა ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე II-მ.
უნეტარესმა ქადაგებისას აღნიშნა ის ფაქტი, რომ მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს დაარსებიდან 90 წელი გავიდა, შესაბამისად კი, ამ სამრევლოსთვის ეს დღესასწაული ორმაგად მნიშვნელოვანია.
ალექსანდრიის პატრიარქმა სამრევლოს საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე კამელ ხანას ალექსანდრიის ეკლესიის ჯილდო ,,ოქროს ლომი” გადასცა.
ალექსანდრიის პატრიარქმა მადლობა გადაუხათა მათ, ვისაც კარგი და ლამაზი ოჯახი, თუ შვილები ყავთ. მანდ აღნიშნა, რომ ეგვიპტის სიძლიერე სწორად აღზრდილ შვილებზეა დამოკიდებული.
„თუ კარგი საზოგადოება გვსურს, კარგი ოჯახები უნდა გვქონდეს”, – განაცხადა უნეტარესმა პატრიარქმა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი