ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის მიმართვას აფასებს.
“ახლა მოვუსმინე მიშას შვილს, ედუარდს და მინდა გითხრათ, რომ მიშას შესაძლოა ბევრი რამ დაუშავებია, მაგრამ საუკეთესო შვილი კი გაუზრდია…”, – წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა და უმცროსი ძმისა და დედის სახელით, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას სთხოვა.