ყოველწლიურად, 4 ნოემბერს, უპოვართა მსოფლიო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, რომის პაპი ხვდება სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ უპოვრებს.
ამჯერად, 4 ნოემბერს, რომის პაპი ასიზში ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ 500 უპოვარს შეხვდა.
წმინდა პეტრეს ტაძარში კი დაახლოებით 2000 უპოვართან ერთად წმ. წირვა აღავლინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეიმის ბოლოს ყველა მონაწილეს ცხელი კერძით გაუმასპინძლდნენ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა