ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან ხმაური შეინიშნება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
მოგეხსენებათ, მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა და მონასტრიდან განკვეთა.
დღეს სწორედ ამ სასულიერო პირებს ეპარქიაში ყოფნის ვადა ამოეწურათ და შესაბამისად, მათ ეპარქია დღეს უნდა დაეტოვებინათ, რაზეც ისინი უარს აცხადებდნენ და ამბობდნენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომაც ჭყონდიდის ეპარქიას არ დატოვებენ.
ჭყონდისის ეპარქიაში მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ განკვეთილი ბერ-მონაზვნები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები ცნობილი არ არის, ეპარქიაში ჯერჯერობით სიმშვიდეა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა