ბერძენმა პოლიტიკოსებმა მოითხოვეს ტაძრებში არ დაუშვან მოქალაქეები, რომელთაც გაკეთებული არ ექნებათ ტესტი კორონავირუსზე.
აღნიშნული მოთხოვნა საბერძნეთის უსმხვილესმა ოპოზიციურმა, მემარცხენე ალიანსმა – “სირიზამ” დააყენა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი ლიდერი, ალექსის ციპრასი ითხოვს აუცრელ ადამიანებზე დამატებით შეზღუდვების დაწესებას.
ცნობისთვის, საბერძნეთში, 6 ნოემბერს ძალაში შედის ახალი შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ აუცრელ მოქალაქეებს შეეხებათ. კოვიდ-19 -ზე ტესტის გარეშე მათ შესვლა შეეძლებათ მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქში და ეკლესიაში, სხვა შემთხვევაში კი მათზე გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს.
კონკრეტულად, მოქალაქეებს კოვიდპასპორტის, ტესტის პასუხის ან ბოლო 6 თვეში ვირუსის გადატანის შესახებ ცნობის გარეშე არ დაუშვებენ: ბანკებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში, სილამაზის სალონებში, გასართობ ცენტრებში და კვების ობიექტებში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: საეკლესიო სიახლეებისა და ღვთისმეტყველების ცენტრი