რიონის ხეობის მცველების წარმომადგენელის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ენკა ნამახვანში დაბრუნდება ეს იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პოპულიზმი დაგეგმა. ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა მეტრონომს განუცხადა.
“როდესაც გამჟღავნდა რომ ენკა ტოვებდა პოზიციას რაღაცნაირად ჩაითვალა და საზოგადოებამ ჩათვალა რომ ეს ყველაფერი დამთავრა, მაგრამ ჩვენ ასე არ ჩაგვითვლია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ პროტესტს, დღემდე ვერ ვხედავთ რომ ტექნიკა გავიდა იქ კემპინგიც ადგილზეა, ამიტომ ჩვენ არ განვწყობილვართ ისე რომ რელურად გადიან, თუმცა რადგან სტამბოლის საფონდო ბირჟაზე დაწერეს ჩვენ რაღაცნაირად გვაძლევდა იმის იმედს, რომ შეიძლება ეს არ ყოფილიყო წინასაარჩევნო მანიპულაცია, იმიტომ რომ იქ რეპუტაციის საკითხი დგას კომპანიის, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე აკეთბს ასეთ განცხადებას. ეს ერთადერთი ამბავი იყო რის გამოც ვფიქრობდით, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო წინასაარჩევნო მანიპულაცია”,- ამბობს გოლეთანი.
დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია ენკასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებიბი როგორც ნამახვანში დაბრუნებაზე, ასევე გასვლასთან დაკავშირებით.
2012 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ენკამ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.