პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.
კანონპროექტი ითვალისწინებს:
- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში;
- მოპედების რეგისტრაციას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.
მისივე თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი, რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.