სულ ცოტახნის წინ, თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა. “თბილისი თაიმსთან” სუაბრისას აღნიშნულს ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი აფასებს.

“უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ უფროდაუფრო მეტად მინდა, თბილისი იყოს შემოქმედებითი ქალაქი. ქალაქის მთავარი “სამკაულები” – ლამპიონები, სკამები, სკვერები, ველოსადგომები და ა.შ. მსურს, რომ უფრო მეტად შემოქმედებითი იყოს. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც შეუძლია, რომ ის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. დღეს ამას უკვე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგრამ ის, რომ თბილისი გახდა შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის მქონე, უკვე ნიშნავს, რომ რაც ამ ქალაქში ძალიან ბევრი წლის მანძილზე გაკეთდა”, – აღნიშნავს ჩანადირი და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყნის დედაქალაქის სტანდარტებსს კიდევ უფრო აამაღლებს.
“დღეს უკვე ყველაფერში ნათელია, ყველაფერში ჩანს, რომ შემოქმედებითი მიდგომის გარეშე არ ვითარდება ადამიანის წარმოსახვაც კი. სწორედ შემოქმედებითი მიდგომები ახალისებს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის არა მხოლოდ ქალაქს, არამედ, ზოგადად, ნებისმიერ გარემოს.
მსგავსად თბილისისა, შემოქმედებითი უნდა იყოს სხვა ქალაქები, სოფლები. მე ძალიან ბევრი შემოქმედებითი სოფელი მინახავს სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, რუმინეთში ისეთი – ლამაზად მოხატული საფლავის ქვებია, რომ ტურისტები მხოლოდ ამის სანახავად ჩადიან ქვეყანაში. ჩვენს სოფლებსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს შემოქმედობითობის, რათა ამით კიდევ უფო მიმზიდველები გახდნენ”, – ამბობს გოგა ჩანადირი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ