დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყანას მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა აქვს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირი, რომელმაც კორონა ერთხელ გადაიტანა, მას “მწვანე” სტატუსი მუდმივად ექნება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უვადო მწვანე პასპორტის სისტემა მხოლოდ საქართველოში იმოქმდებს, საზღვარგარეთ გამგაზვრების დროს კი საქართველოს მოქალაქეებს მიმღები ქვეყნის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ხშირ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მწვანე სტატუსი აქვს იმ მოქალაქეს, რომელმაც კოვიდი ბოლო 6 თვეში გადაიტანა.
“ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის. ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო მწვანე პასპორტით. ეს ყველაფერი ალბათ გამომდინარეობს ჩვენი გენეტიკიდან და ხასიათიდან. თითოეული ჩვენგანი ქართველი ვართ და გაგვაჩნია ჩვენი დამოკიდებულება. პირადად მე ვთვლი ,რომ ნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია დაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში რატომღაც ეს დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში ალბათ ცუდი გადაწყვეტილება არ არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ. საქრათველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით მიუერთდა, იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა”,-აცხადებს ტიკარაძე.