ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას ტყავის ლაბადის ტარებას უკრძალავს იმ მიზეზით, რომ ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიბაძვა უპატივცემულობაა. ინფორმაციას ამის შესახებ Radio Free Asia წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეაში ტყავის ლაბადა პოპულარული 2019 წელს გახდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ტელევიზორში მასში გამოწყობილი გამოჩნდა.
წყაროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის პოლიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ლიდერის მსგავსი ტანსაცმლის ტარება ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტის აბუჩად აგდების უწმინდური ტენდენციაა.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პარტიის დირექტივის ნაწილია, გადაწყვიტოს, თუ ვის შეუძლია აღნიშნული სამოსის ტარება.