,,ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კიდევ ერთი ახალი ტაძარი შეემატა.ქალაქ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე, წმინდა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს სახელობის ახალი ტაძარი აკურთხეს. საზეიმო წირვა-ლოცვა ზუგდიდსა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე და მიტროპოლიტმა სერაფიმემ აღავლინეს.
ტაძრის კურთხევას ექწრებოდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სახვადასხვა ეპარქიების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების პირები.
აღსანიშნავია ის ,რომ ტაძრის მშენებლობას საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის ქტიტორები -ძმები- თენგიზ, ვახტანგ და ალექსანდრე ხარებავები არიან” – წერია ეპარქიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი