12 წლის ნიკოლოზ ჭანტურიამ ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომარა, Epistop გამოიგონა. იდეის განხორციელებაში მას ბაბუა, აკაკი გურჯიშვილი დაეხმარა, სწორედ ის მოგვიყვება პროდუქტის შესახებ.
საიდან გაჩნდა იდეა და არის თუ არა უკვე ეს მოწყობილობა ხელმისაწვდომი?
ჩვენ ვისვენებდით ბაკურიანში. მოგეხსენებათ, ჰაერში ტენიანობის მომატებისას ცხვირიდან სისხლდენის რისკი იზრდება და ნიკოლოზსაც ანალოგიური რამ შეემთხვა, ხელთ კი არ გვქონდა ცივი საგანი, რომლის ძვალზე დადებითაც სისხლდენა შეწყდებოდა. ასეთი მოწყობილობა არსებობს, თუმცა მისი მაცივარში შენახვაა საჭირო.
ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ისეთი უსაფრთხო ნივთიერება, რომელიც ამ ყველაფერს შეძლებდა. ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებს მივმართეთ, რომლებმაც უფლება მოგვცეს, ნივთიერება გამოგვეყენებინა. ტომრის გაჭყლეტის შემთხვევაში ის გარდაიქმნება ყინულად, -0,7 გრადუსამდე ცივდება და შემდგომ მზადაა ცხვირის ძვალზე მოსათავსებლად. მისი გამოყენება ჭრილობების შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, ჩვენ უკვე დავიწყეთ ტრავმებისთვის უფრო მოცულობითი მოწყობილობის დამზადება. ასეთი ტომრები არსებობს, თუმცა ჩვენ მიერ შექმნილი ბევრად იაფი იქნება „ამაზონიდან“ და „იბეიდან“ გამოწერილ ტომრებთან შედარებით.
რაც შეხება უშუალოდ ცხვირის ტომარას, მისი ანალოგი არ არსებობდა, ჩვენ უკვე დაპატენტებაზეც შეგვაქვს განაცხადი. ტომარა უკვე ხელმისაწვდომია, მას თან ანოტაციაც ახლავს, მისი შეძენა „პსპ“-სა და „ავერსის“ აფთიაქებშია შესაძლებელი.
,,ცხვირიდან სისხლდენის შემაჩერებელი ჰიპოთერმული ტომრის“ გამოყენება უზრუნველყოფს:
- დროის კარგვას პირველადი სამედიცინო დახმარების ეტაპზე, ცხვირიდან სისხლდენების დროს.
- დაზარალებულების და თანმხლები პირებისთვის მაქსიმალურად დამაკმაყოფილებელი სანიტარულ – ჰიგიენური გარემოს შექმნას.
- პირველადი სამედიცინო დახმარების მაშველს მოქმედების გაიოლებას ამ ეტაპზე.
- კანის ქსოვილის მოსალოდნელი ტრავმის თავიდან აცილებას.
- დაზარალებულისთვის დამაკმაყოფილებელი ფსიქო – ემოციური გარემოს შექმნას.