ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პრეზიდენტს მიმართავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს.
ამის შესახებ სარალიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. ზაზა სარალიძის თქმით, თანახმაა, საქმის ყველა ფიგურანტი გათავისუფლდეს, რომელიც სიმართლეს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლომდე იბრძოლებს იმ მაღალჩინოსნების დასასჯელად, რომლებიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიდნენ:
„მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო. განა ის ბავშვები და იმათი მშობლები არ მეცოდება?! მე ბოლო სასამართლოზეც ვთქვი ეს, ვინც სიმართლეს იტყვის, ყველა გამოუშვან. კალანდიაც გამოუშვან. აღარაა მკვლელები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზაზა სარალიძემ დაამტკიცა დათო სარალიძის სიმართლე“, – ამბობს ზაზა სარალიძე გადაცემაში „რეაქცია“.