ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალი შტამი, „ომიკრონი“ საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოს მოსახლეობას ამ ეტაპისთვის შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ლაბორატორიულად ახალი შტამი არ გამოვლენილა. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავააქტიუროთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მეტად უფრო ეფექტურს გახდის ამ შტამის შემოღწევის შემთხვევაში საქართველოში მის აღმოჩენას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ინფექციამ საქართველომდე არ მოაღწიოს საუკეთესო ღონისძიება არის საკარანტინე სივრცეების მეტად უფრო აქტიურად ამოქმედება და სასაზღვრო კონტროლი, რომელიც გარკვეულ ქვეყნებზე უკვე დაწესებულია.