საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხდა და დაბადების დღე მიულოცა.
„კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეკლესიის კანონების დაცვით ოფიციალურად აღიარებთ ჩვენი წინაპრების მიწებს- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად“ – ნათქვამია ილია მეორეს ოფიციალურ წერილში.
აღნიშნულ ინფორმაციას „მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა