გერმანია ქვეყნის მასშტაბით აუცრელი ადამიანებს “ლოქდაუნს” დაუწესებს.
როგორც CNN წერს, ქვეყნის ლიდერებმა მომავალ თვეებში სავალდებულო აცრის შემოღებასაც დაუჭირეს მხარი.
აუცრელ მოქალაქეებს აკრძალებათ ბევრი სერვისით სარგებლობა, გარდა ბაზისურისა, როგორებიცაა: სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. რაც შეეხება მუზეუმებს, კინოთეატრებს, რესტორნებს, იქ დაიშვებიან მხოლოდ აცრილი ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები.
სიახლის შესახებ გერმანიის მთავრობის წევრებმა დღეს განაცხადეს. რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას, ქვეყნის პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ძალაში თებერვლიდან შევა.