“თალიბანი” ქალებს საკუთარი ნებით ქორწინების უფლებას აძლევს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ განკარგულება ქალთა ქორწინებისა და ქონების მარეგულირებელ წესს ადგენს. ნათქვამია, რომ ქალები იძულებით არ უნდა დააქორწინონ, ქვრივებს კი გარდაცვლილი ქმრების ქონებიდან წილი უნდა ერგოთ.
თუმცა, განკარგულებაში არაფერია ნათქვამი ქალების განათლების ხელმისაწვდომობისა და მუშაობის უფლებაზე.
“ქალი არ არის საკუთრება, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, კეთილშობილი და თავისუფალი, არავის შეუძლია ის ვინმეს მშვიდობის სანაცვლოდ, ან მტრობის დასასრულებლად გადასცეს, – წერია ბრძანებაში, რომელიც დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჰაჯიდმა გამოაქვეყნა.