დღეს რომ თბილისის მერიას 10 000 სამუშაო ადგილი მიაწოდოთ, გაძლევთ პირობას და გარანტიას, რომ ყველას მაქსიმალურად დაასაქმებს. ათასობით და ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ერთდროულად, ავტომატურად. საქმე არის ულევი და ამ საქმეს ჩვენ ვერ გამოვლევთ მრავალი წლის განმავლობაში. რესურსი ისედაც გვაქვს, ისედაც იხარჯება… სახელმწიფო გასცემს ამ რესურსს, მაგრამ გასცემს იმისთვის, რომ არაფერი აკეთოს საზოგადოებამ და იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სახლში ჯდომისთვის კი არ უნდა მივცეთ ადამიანებს ფული, არამედ ეს ფული მივცეთ კონკრეტული საქმიანობისთვის
ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.