„პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, არადა პირბადე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანებმა კოვიდრეგულაციები დაიცვან, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაა.
პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისევ ბევრია. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი.
განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორასლარიანმა წახალისებამ 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის, ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია.
გასაგებია, რომ დღესაც 3 410 შემთხვევა იყო, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი, მაგრამ კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.