ბოლო პერიოდში საქართველოს არაერთ მოქალაქეს სულ უფროდაუფრო მძიმე ტვირთად აწვება ის ვალდებულებები, რომლებიც ბანკებისა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინაშე გააჩნიათ.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მხრივ ეროვნული ბანკისა და „კრედიტ ინფოს“ მიერ გავრცელებული მონაცემები გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისგან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველი მეშვიდე ადამიანი სესხს ვერ აბრუნებს. სიტუაცია განსაკუთრებით გაუარესდა კოვიდპანდემიისას, როცა მოსახლეობაც და ბიზნესიც ფინანსურ ვალდებულებებს ვეღარ უმკლავდებიან.
მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოსახლეობა უკვე ყოველდღიურად საუბრობს და შესაბამისად ეს პრობლემა ისახება კიდეც ეროვნული ბანკისა და „კრედიტ ინფოს“ მონაცემებში. მსესხებლების დიდ ნაწილს სწორედ რომ არაერთი დღის ვადაგადაცილება უფიქსირდება.
არსებობს შემთხვევები, როცა მოსახლეობა წლობით ვერ აბრუნებს სესხს, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას უქმნის მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა