საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2021 წლის მე-3 კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1455,5 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლების შესაბამის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საშუალო ხელფასი გარკვეულწილად გაზრდილია და სხვაობა დაახლოებით 149,7 ლარს შეადგენს.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია საშუალო ბიზნესის კომპანიებში.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა