საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს კიდევ 100-მდე მოქალაქეს გრანტი გადაეცემა, რომელიც გამიზნულია მათი შემდგომი დასაქმებისა ან თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება. „მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა