საქართველოს ბანკის მობილბანკს უკვე დაემატა ახალი პლატფორმა- ინვესტიციები, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ მომხმარებელს წვდომა ექნება ამერიკის საფონდო ბირჟებზე და 1 სივრცეში შეეძლება გრძელვადიანი მომგებიანი ინვესტიციების განხორციელება.
მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ ისეთი წამყვანი კომპანიების აქციები და ფასიანი ქაღალდები, როგორიცაა: Facebook, Tesla, Apple, Coca-Cola და სხვა..
ინვესტიციების ახალ პლატფორმას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია. მათ შორის არის ის, რომ მომხმარებელს აღარ მოუწევს შუამავლის დამარება და უცხოურ თუ სხვა სახის ვებგვერდებზე ვაჭრობა. გარდა ამისა, თანხის ჩარიცხვა ხდება ძალიან მარტივად, მხოლოდ 1 დაჭერით.
საყურადღებოა ისიც, რომ ინვესტიციის განხორციელება მომხმარებელს თავისივე სასურველი თანხით შეუძლია და რაც მთავარია მას ეძლევა საშუალება, ლაივ რეჟიმში ადევნოს თვალი აქციებისა და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების ფასების დინამიკას.
აღნიშნული ახალი პლატფორმით სარგებლობისთვის საჭიროა, საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა საკუთარ მობილუტ ტელეფონებში მობილბანკის უახლესი ვერსია დააინსტალირონ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა