ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი 8 თვის ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თავდამსხმელი დაკავებულია.