საქსტატმა დღეს 2021 წლის 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.
FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ “რეინვესტიციებზე” მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა. იმ კომპანიების სიაშიც, სადაც წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო, ახალი კომპანიების წილი საკმაოდ მცირეა.
წელს ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, საიდანაც $271.1 მილიონი შემოვიდა. სრულად, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება:
- გაერთიანებული სამეფო – 271.1 მილიონი
- ნიდერლანდები – 106.4 მილიონი
- ჩეხეთი – 81 მილიონი
- თურქეთი – 75.6 მილიონი
- რუსეთი – 53.2 მილიონი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 30.6 მილიონი
- ლუქსემბურგი – 28.6 მილიონი
- გერმანია – 26.1 მილიონი
- იაპონია – 20.3 მილიონი
- შვეიცარია – 20.3 მილიონი
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა