მიმდინარე წლის 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა საკუთარი ხედვა საყოველთაო შერიგების პროცესთან დაკავშირებით.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადების, მისი უწმინდესობა ილია მეორე და ზოგადად ეკლესიაც, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ერთსულოვნებისკენ და დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა