“მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი” – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ლევან რატიანიც და არჩილ თალაკვაძეც კარგი კანდიდატები არიან, თუმცა არჩევანს თალაკვაძეზე გააკეთებდა.
„ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა, რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როცა ვთქვი, რომ ის მზად არ არის, ვიგულისხმე, რომ ის არის ძალიან კარგი და წარმატებული ექიმი და დღეს ქვეყანას იქ უფრო სჭირდება, სადაც არის. მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, გავაკეთებდი არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ. იმიტომ, რომ არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ბევრი ინსტანცია აქვს გამოვლილი, ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ პოზიციებზე. ის კარგად ფლობს თანამედროვე მიმართულებებს მედიცინაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.