ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი პროგნოზირებს, რომ 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით ენდემური უნდა გახდეს.
Pfizer-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ კომპანია მიიჩნევს, რომ 2024 წლისთვის დაავადება მსოფლიოს მასშტაბით ენდემური უნდა გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უკვე აღარ იქნება პანდემია. კომპანიის პროგნოზით, რომ კორონავირუსი ენდემურ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის გადავა.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის (Imperial College London) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით რეინფიცირების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.