არაბი მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა. მან კომპანია “მაჯიდ ალ ფუტაიმი” 1992 წელს დააარსა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სავაჭრო ცენტრებსა და სხვა ობიექტებს ფლობს. აღნიშნული კომპანია მართავს ასევე აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში Carrefour-ის 300-ზე მეტ სუპერმარკეტსა და ჰიპერმარკეტს. გარდა ამისა, მაჯიდ ალ ფუტაიმის კომპანიას ეკუთვის დუბაის ცნობილი სავაჭრო მოლი.
ფუტაიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Carrefour Georgia სამძიმრის განცხადებას აქვეყნებს:
„გვსურს ღრმა მწუხარება გამოვთქვათ კომპანია “მაჯიდ ალ ფუტაიმის” დამფუძნებლის – ბატონი მაჯიდის გარდაცვალების გამო. იგი განსაკუთებული მიზნების მქონე მეწარმე იყო, რომელმაც შეცვალა ხედვა ბიზნესსა და წარმოებაზე მსოფლიო რეგიონალური მასშტაბით. მისი მოსაზრებები ბევრისთვის ინსპირაციული და დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით კი Majid Al Futtaim-ის წარმომადგენლობაში მყოფი კომპანიებისთვის.
„კარფური“ უსამძიმრებს Majid Al Futtaim-ის ოჯახსა და ნათესავებს გარდაცვალებას. იგი ნამდვილად დიდ როლს თამაშობდა მსოფლიო ინსტიტუტებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ეს მიზნები მემკვიდრეობით გადაეცემა მის მიერ შექმნილ ინოვაციურ ბრენდებს“.
ცნობისთვის, Forbes-ის მიხედვით, ალ ფუტაიმის ქონება $4 მილიარდს სცდება.