ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მართალია ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, თუმცა “რაც მთავარია, ლარი სტაბილურია”.
მისივე თქმით, მოსახლეობის შემოსავლები იზრდება და ამას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საშუალო თვიური ხელფასიც მოწმობს.
“ჩვენთან ინფლაცია მართალია მაღალია, ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ რაც მთავარია ეროვნული ვალუტა სტაბილურია და ეს ამ გარემოებას არ ამძიმებს. რაც შეეხება შემოსავლების ზრდას, რაც თქვენ ახსენეთ მთალად ასე არ არის, რომ შემოსავლები არ იზრდება, შემოსავლები იზრდება და ეს სტატისტიკურადაც ასახულია. რა თქმა უნდა, პრობლემა არის ის, რომ ინფლაციის დონე იმდენად მაღალია, რომ შემოსავლების ზრდის დადებით ეფექტს ასუსტებს.
რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა გავზარდოთ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. ეს არის დასაქმების პროგრამები და ამასაც მიეძღვნა პარლამენტში ჩემი გამოსვლის საკმაოდ დიდი ნაწილი. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იქითკენ არის მიმართული, რომ დასაქმება გავზარდოთ”, – აცხადებს თურნავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.