ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ლოცვისა და ღამისთევის წირვების შესახებ.
არქიმანდრიტი ეფრემი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას იტალიის კათოლიკური მონასტრების მონახულების შემდეგ. მან აღმოაჩინა, რომ მართლმადიდებლები ლოცვას უფრო დიდ დროს უთმობდნენ და ეს ადგილზეც აღუნიშნავს კათოლიკე სასულიერო პირებთან საუბრისას.
„ჩვენ მართლმადიდებლებს გვაქვს ნიჭი, ჩვენ შეგვიძლია მთელი ჩვენი დრო ლოცვას მივუძღვნათ. როგორ შეიძლება იყო ქრისტეს გარეშე? რასაც უნდა აკეთებდეთ, თქვით: უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. ასე იძენს ადამიანი სულიერ სიმდიდრეს.“
გარდა ამისა, არქიმანდრიტი ყურადღებას ამახვილებს ღამისთევის წირვებზე. იგი აცხადებს, რომ ღამისთევის წირვა ძალზე მნიშვნელოვანია. ზოგადად ყველა წირვაზე არიან უხილავად ანგელოზები, რომელთაც ხალხი ვერ ხედავს. იგი აცხადებს:
„ არის ასეთი გამოთქმა, როცა ხალხს სძინავს, ღმერთი ისმენსო. ამიტომ ღამე ლოცვისთვის გამოიყენეთ, რადგან ეს ლოცვა მთელი მსოფლიოსთვის არის საჭირო. ღამე ხდება ყველა მძიმე, სასიკვდილო ცოდვები“
ცნობისთვის, ვათოპედის მონასტრის წინამძღოლი, არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოში 2018 წელს იმყოფებოდა.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა